LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მასთან ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვიცი, რომ ისინი კმაყოფილი არიან: ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე

43
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას სახელმწიფო სამსახურში კონკრეტული პოზიცია შესთავაზა – ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით ხელისუფლებას ნაკლებად ჰქონდა თოლორაიასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობდნენ და ამით კმაყოფილები არიან.

აქედან ჩანს, რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების როგორც ხელმძღვანელის, ასევე სხვა თანამშრომლების მიმართ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, საუბრებს, თითქოს კონკრეტული პრობლემები არსებობდეს, სპეკულაციას უწოდებს.

ლონდა თოლორაია თითქმის 3 წელია იკავებს ამ თანამდებობას, ჩვენ ნაკლებად გვქონდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მასთან ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და მე ვიცი, რომ ისინი კმაყოფილი არიან ამ თანამშრომლობით და მე ასევე ვიცი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით განცხადება და შესთავაზა კონკრეტული პოზიცია მას სახელმწიფო სამსახურში.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

პოპულალურები