LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან უახლოეს დღეებში შედგეს მოლაპარაკების პროცესი – გიორგი ამილახვარი

46
befunky-collage-9-2020-11-13-17-51-18-918309

შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან უახლოეს დღეებში შედგეს მოლაპარაკების პროცესი – ეს განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს.

ასევე საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნება” გონივრულ კომპრომისებზეც მზადყოფნას გამოთქვამს. კერძოდ, მმართველი პარტიის მხრიდან მზაობაა დანიელსონის დაყენებულ საკითხებზე.

“შემიძლია გითხრათ უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან შედგეს მოლაპარაკების პროცესი. იმ საკითხებზე, რომელიც დენილესონმა დააყენა,”-აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ დაასახელებს.

„კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მიდის ელჩებთან კონსულტაციები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები ამ საკითხებს ხელს მოაწერენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს და ჰქონდა კონკრეტული ნება და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ უკვე კიდევ ერთხელ კონკრეტულად გამოავლენს ნებას დანიელსონის მიერ დასმულ ყველა საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ასევე მთლიანად საზოგადოება დარწმუნდება „ქართული ოცნების“ ნებაში, რომ მოლაპარაკება დასრულდეს კონკრეტული შედეგით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g