LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია, მეუფე პეტრე უკან სინოდში მივიღოთ, მაგრამ სინანული უნდა გამოხატოს – მეუფე ნიკოლოზი

120
meufeebi

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ მეუფე პეტრეს საკითხი განხილული არ იქნება.

„ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება“. – აცხადებს მიტროპოლიტი და დასძენს, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით “არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა.

ვინც გაიკეთებს ვაქცინას, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ, თუ ვინმესთვის ნუგეშის მომცემი იქნება პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია – მეუფე ნიკოლოზი

“ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო, სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება. იმის შემდეგ რაც გააკეთა, ანალოგიური დანაშაულის ტოლფასი არ ჩაუდენია. შესაბამისად, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯება მხოლოდ.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე უკან მივიღოთ სინოდში, ეს თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ მან, რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც არ გამოუხატავს“. – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა,  დღევანდელ სხდომაზე მეუფე გრიგოლი დაინიშნოს.

4 წელი ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან აქციას მართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები