LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ თავისი ვერსია ექნება და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან რეალურად იყო: ზურაბ ჯაფარიძე

74
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის აზრით, “შესაძლოა, დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად  მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმებული იყო.” ეს განცხადება ჯაფარიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით,  შეხვედრაზე კონსულტაცია იყო იმის თაობაზე, როგორ აგრძელებს ოპოზიცია  ამნისტიასთან დაკავშირებით მუშაობას. როგორც ჯაფარიძემ თქვა, პოზიციები იგივეა, რაც აქამდეც იყო – “არავინ აპირებს, რომ ჯალათებს რამე აპატიოს.”

“აქ მთავარი კითხვაა ის, მოხდება თუ არა პოზიციების შეჯერება და იქნება თუ არა საბოლოოდ ერთიანი დოკუმენტი, რომელზეც „ოცნებაც“ და ოპოზიციაც თანხმობას განაცხადებს. ამ წუთის მდგომარეობით, საჯარო განცხადება რაც მოვისმინეთ, „ოცნების“ წარმომადგენლების, ჯერჯერობით არ ჩანს იმის პირი, რომ ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება შესაძლებელი იყოს, თუმცა, შეიძლება კიდევ იყოს „ოცნებასთან“ კომუნიკაცია და შეიძლება იქ რაიმე შეიცვალოს.

ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რაც არის, ეგ არის. ამიტომ, შესაძლოა დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ოპოზიციას ვერსიაში არც ერთ ჯალათს და არც ბრძანების გამცემებს არაფერი ეპატიება. ისინი ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს, ეს არის სხვაობა. თუმცა, ეს ასე ვერ იქნება. დაწერილი ტექსტი ჯერ თვალით ნანახი არავის აქვს. ჯერ დაწერონ რამე და მერე ვნახოთ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები