LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა – ბაჩალიაშვილის დედა

365
Screenshot-1

შვილის დაკრძალვის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

თეონა თამაზაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას სრულად გამორიცხავს და ეჭვი აქვს, რომ მისმა შვილმა ისეთ ინფორმაციაში შეაღწია რაც არ უნდა სცოდნოდა.

„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?!

არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, მეც იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ და არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.

შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა“,-აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის ფსიქოლოგთან ვიზიტის შესახებ

"როცა პანდემიის პერიოდში თერაპევტს ონლაინ ესუბრებოდა, ცდილობდა მისი ძმა არ ყოფილიყო სახლში"

თეონა თამაზაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიებას აღარ ენდობა.

„უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, თავიდანაც თამუნას კომპიუტერზე ვეხვეწებოდი,  წაიღეთ და გახსენით-მეთქი, მაგრამ არ მიჰქონდათ. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა, საერთოდ არც დაინტერესებულან“, – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა “ფორმულასთან.”

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები