LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება

57870
tamarii

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი გოგონა, რომელიც ხუთი დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა, “ტყეში”, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმესთან დაკავშირებით, უამრავი კითხვაა – ბურუსით მოცული გოგონას სამსახურები, მისი საქმიანობა, სამსახურიდან წამოსვლის მიზეზები და 5-დღიანი უშედეგო ძებნა…

 

ნაცნობი სცენარი: 5 დღე ეძებდნენ იქ, სადაც ბოლოს იპოვეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ დილიდან ახლობლებს და ყველას ვისაც შეეძლო სთხოვა, რომ მობილიზებულიყვნენ და საკუთარი ძალებით დაეწყოთ მისი შვილის ძებნა.

სწორედ მობილიზების შემდეგ, რამდენიმე წუთში გამომძიებელმა დაურეკა გოგონას მამას და უთხრა, რომ ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტყე, სადაც გოგონა ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა გოგონას დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ.

გოგონა იპოვეს იქ, სადაც ეძებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში… რატომ ვერ იპოვეს მანამდე, არ ვიცით.

 

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილზე?

უყვარდა მოგზაურობა; 2016 წლიდან ამ დრომდე იყო თსუ-ში არსებული ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტი. 2020 წელს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამართულ საფაკულტეტო კონფერენციაზე მისი მოხსენების თემა იყო: “ვებ-აპლიკაციები კომპანიების შეფასებისთვის”; მუშაობდა შპს “ზეგ”-ში და კიდევ ერთ კომპანიაში, რომელიც არ ვიცით. გოგონა სამსახურიდან წამოვიდა და შემდეგ დაიკარგა.

 

კომპანიის დირექტორმა დღეს გაავრცელა განცხადება და დაადასტურა, რომ თამარი მასთან მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ დატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური, რადგან სხვაგანაც მუშაობდა [კომპანიის დირექტორის ინფორმაციით].

შპს “ზეგ” 2015 წელს ვინმე ნიკოლოზ გეჯაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით 2018 წლის იანვრიდან გადადის აშშ-ს მოქალაქის აბრაამ რეიხბახის ხელში.

კომპანიის დირექტორი 2015 წლიდან უცვლელია – თამარ კობერიძე, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან აფუძნებს ახალ კომპანიას შპს “ჯეოგიკს” და მისი დირექტორიც ხდება. ორივე კომპანიის საქმიანობა ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

“ფორტუნამ” საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ზეგ”-თან დაკავშირებული ყველა პირი და კომპანია მოიძია.

 

“ზეგ”-ის დამფუძნებელს ნიკოლოზ გეჯაძეს, ასევე შექმნილი აქვს შპს “ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტი”, რომელიც ასევე აბრაამ რეიბახს გადაუფორმა.

ამ კომპანიის სახელს ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ადმინისტრაციის უფროსის კონსტანტინე ყიფიანის [2013 წლის] დეკლარაციაში. 2015 წლის დეკლარაციაში კომპანია აღარ ჩანს. როგორც 2013 წლის დოკუმენტშია მითითებული მისი მეუღლე ნინო კუსრაშვილი ამ კომპანიის პარტნიორი იყო.

აღსანიშნავია, რომ შპს თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზეა დარეგისტრირებული. ამავე მისამართზე კიდევ რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ადმინისტრაციის უფროსის მეუღლის ნინო კუსრაშვილის პარტნიორობაშია.

“”ბი დი ჯი ფროფერთი მენეჯმენტის” გარდა მოსაშვილის 24-ში რეგისტრირებულია:

  • შპს ბი-დი-ჯი ლიგალი – ნინო კუსრაშვილი კომპანიის 50%-იან წილს ფლობს. დირექტორი აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე [2014 წლის მონაცემები].

ამ შპს-ს დირექტორი 2011 წელს კონსტანტინე ყიფიანიც იყო.

  • შპს ბი-დი-ჯი (ბიზნესის განვითარების ჯგუფი) – ამ ეტაპზე კომპანიის საქმიანობა შეჩერებულია.
  • შპს ბი-დი-ჯი არბიტრაჟი – ამ ეტაპზე საქმიანობა შეჩერებული აქვს
  • სს აიემჯი

    გრიგოლ გიორგაძე

“კომპანია 2013 წელს გავასხვისეთ აბრაამ რეიხბახზე, რომლის წარმომადგენელი იყო კორნელი შუღლაძე” – კონსტანტინე ყიფიანი

ამ კომპანიებში კიდევ ერთი მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

ის 2008-2012 წწ. – შპს ”ბი-დი-ჯი არბიტრაჟი”-ის არბიტრი; ხოლო 2008-2010 წწ. – ში შპს ”ბი-დი-ჯი ლიგალი”-ის პარტნიორი ადვოკატი იყო.

 

“ფორტუნა” განმარტავს, რომ ამ კავშირებით არაფერს ამტკიცებს, თუმცა ამავე კავშირებითვე მარტივადაა შესაძლებელი გაირკვეს ვინ არის აბრაამ რეიხბახი, რას საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან და რა ინტერესები აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს  გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, 21 ივლისს, ოჯახის  ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები