LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომპანია 2013 წელს გავასხვისეთ აბრაამ რეიხბახზე, რომლის წარმომადგენელი იყო კორნელი შუღლაძე” – კონსტანტინე ყიფიანი

598
reixbach

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ადმინისტრაციის უფროსი, კონსტანტინე ყიფიანი “ფორტუნას” სტატიას ეხმიანება, რომელშიც მისი სახელიც ფიგურირებს.

სტატიას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებული კომპანიები იყო განხილული და ჩამოთვლილი.

აბრაამ რეიხბახი, რომელიც შპს “ზეგ”-ის მფლობელია [ამ კომპანიაში მუშაობდა ბაჩალიაშვილი], ასევე ფლობს კომპანიას, რომელიც 2013 წელს კონსტანტინე ყიფიანის დეკლარაციაში ჩანს.

ყიფიანი “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ მან შპს “ბიდიჯი ფროფერთი” 2013 წლის 9

აგვისტოს, კორნელი შუღლაძის შუამავლობით გაასხვისა აბრაამ რეიხბახზე.

გარდა ამისა, ყიფიანი აცხადებს, რომ შპს “ზეგ” 2015 წელს დაფუძნდა და რეიხბახის ხელში 2018 წელს გადავიდა და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან საქართველოში აღარ ცხოვრობს.

გარდა ამისა კონსტანტინე ყიფიანი აცხადებს, რომ თემურ პატარიძე, რომელიც შპს “ბი-დი-ჯი ლიგალის” დირექტორი იყო 2014 წელს, კუდ-ის ყოფილი უფროსი არ არის და მხოლოდ სახელი და გვარი ემთხვევა.

“1. თემურ პატარიძეს კუდ-ში არასდროს უმუშავია და არც სახელმწიფო სამსახურში. მხოლოდ სახელი და გვარი ემთხვევა ყოფილი კუდ-ის თანამშრომლის; შეგიძლიათ შეამოწმოთ პირადი ნომრები, ასაკი, და ა.შ.

2. 2014 წლის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე საქართველოში აღარ ვცხოვრობთ და შესაბამისად შპს “ზეგ”-თან, რომელიც როგორც ითქვა დაფუძნებულია 2018 წელს, არანაირი შეხება არ გვქონია;

3. შპს “ბიდიჯი ფროფერთი”, რომელიც ფლობდა საოფისე ფართებს მოსაშვილის 24-ში გავასხვისეთ 2013 წლის 9 აგვისტოს აბრაამ რეიხბახზე, რომლის წარმომადგენელი იყო კორნელი შუღლაძე. აღნიშნულ პირებთან ჩვენ არასდროს არანაირი კავშირი არ გვქონია. კორნელი დაგვიკავშირდა განცხადების საფუძველზე და გამოხატა სურვილი შეეძინა ჩვენი ფართი.

 

4. გიგა გიორგაძე 2008-2010 წლებში მუშაობდა ერთერთ ჩვენს იურიდიულ კომპანიაში იურისტად. ასევე გარკვეულ პერიოდში ითავსებდა დირექტორის პოზიციას. მას შემდეგ მასთან არანაირი საქმიანი შეხება არ გვქონია არც ჩვენ და მით უმეტეს ფართის შემძენ მხარეს“, – აცხადებს კონსტანტინე ყიფიანი “ფორტუნასთან”.

 

“ფორტუნა” კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მასალა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა და აღნიშნული კავშირები არაფერს ამტკიცებს და ამ სტატიის მთავარი კითხვა არის ვინ არის აბრაამ რეიბახი, რომელიც შპს “ზეგ”-ის მფლობელია.

 

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები