LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, მომსახურების სფეროში მხოლოდ ვაქცინირებული ან გატესტილი მომხმარებლები დაუშვან

116
250184735

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი მთავრობას რეკომენდაციას აძლევს – მომსახურების სფერო ღია იყოს მხოლოდ ვაქცინირებული, ან უარყოფითი ტესტის პასუხის მქონე მომხმარებლისთვის.

საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა. კონკრეტულად ვინ უნდა გადაიხადოს ტესტის ღირებულება, ეს საკითხი მსჯელობას საჭიროებს, თუმცა, მაღალაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამოსავალი წერტილია ის, რომ დახურული სივრცეები იყოს ყველაზე მეტად უსაფრთხო. 

“როგორი დაბალი იმუნიზაციაცაა ქვეყანაში, ისეა ჩვენს სექტორში. ვცდილობთ, მაგალითი მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც გააკეთა ძალიან ბევრმა ქვეყანამ იმის გადმოტანა, ალბათ, უფრო წაგვადგება. ანუ, ეს სექტორი იქნება ღია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრილია, ან წარმოადგენს ტესტის უარყოფით პასუხს. ასეა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის ევროპასა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ამ მიმართულებით ჩვენც მოგვიწევს წასვლა,“ – აცხადებს მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g