რუსული მედიის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინის მთავრობის მიერ პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას ეხმაურება: „რას ნიშნავს ეს ულტიმატუმი? თქვენ ფიქრობთ, რომ მედვედჩუკი ჩვენთვის იმდენს ნიშნავს, რომ ყველას მასზე გავცვლით? თქვენ ფიქრობთ, რომ თუნდაც ნათლიის გამო პუტინი მზადაა ყველა ჯარისკაცი დაივიწყოს? ეს უკრაინული სახელმწიფოს დონეზე მეტყველებს. შესაძლოა ნათლია თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ჩვენთვის არა“, – წერს სიმონიანი .
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პუტინის შვილის ნათლია და დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.
„ყარსი და არარატი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს, ეს რუსეთის ტერიტორიაა“ – მარგარიტა სიმონიანი