LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა, „ქოცების“ დეპუტატები ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვან, ევროკავშირი ფიქრობს პასუხის მთელ პალიტრაზე“ – ანა დოლიძე

140
ანა დოლიძე

პარტნიორების მხრიდან მთავარი გზავნილია, რომ „რუსული კანონით“ „ქართული ოცნება“ უხვევს ევროკავშირის გზიდან და ამაზე პასუხი იქნება – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოვისმინეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნების მიმართ და ეს ნება არის ის, რომ ჩვენი სამშობლო და სახლი არის ევროკავშირი. ასევე, მოვისმინეთ, რომ რუსული კანონი გასაწვევია და ამ კანონით შეუძლებელია გაგრძელდეს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი.

მიხაელ როთი – ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს

„ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა“.

ევროკავშირის მხრიდან მიმდინარეობს ფიქრი პასუხის მთელ პალიტრაზე. აქ საუბარია დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებზე იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც მოუწევთ ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა, თუ ეს პროცესი გაგრძელდება.

ევროკავშირს ბევრი მექანიზმი აქვს – ასევე ინდივიდუალურ სახელმწიფოებს. შესაძლოა, „ქოცების“ დეპუტატები ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვან იმიტომ, რომ ძალიან ადვილია ინდივიდუალური სახელმწიფოს მხრიდან უბრალოდ, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მთავარი გზავნილია იქიდან – მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნებას, რუსული კანონი მიუღებელია, ამ კანონით „ქართული ოცნება“ უხვევს ევროკავშირის გზიდან და იქიდან პასუხი იქნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე“ – თინა ბოკუჩავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ

ცნობისთვის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ფინეთის პარლამენტის წევრს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა – ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა“ – სალომე სამადაშვილი

პოპულარულები