6-8 ივნისს ვიეტნამის ქალაქ დანანგში საავიაციო ფორუმი Routes Asia 2022 იმართება. მასში მონაწილეობას 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან იღებს.
საქართველო ფორუმში პირველად მონაწილეობს და ქვეყანას აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობის მიზანია საქართველოს ავიაბაზრით აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ. მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.
Routes Asia 2022 საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა შეჯერდეს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.