LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების ვაქცინაციისთვის კაბინეტი მოეწყოს

101
ipiccy-image

„ლილო მოლის“ მეწარმეთა ვაქცინაციისთვის საჭირო კაბინეტის მოწყობა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზევე იგეგმება. საკითხზე „ლილო მოლის“ გენ. დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა. როგორც გიორგი კვარაცხელიამ განმარტა, ამ ინიციატივის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე მიმართა და თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ვაქცინაციაზე მოთხოვნა ჩნდება. ნელ-ნელა ეჩვევა ხალხი და ის შიში, რაც თავიდან იყო ვაქინაციასთან დაკავშირებით ქრება. ჩვენ მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს, რომ პილოტური პროექტი გავაკეთოთ და ადგილზე მოხდეს ვაქცინაცია. იმედი არის, რომ ივნისის მეორე ნახევარში ეს განხორციელდება“, – აღნიშნა კვარაცხელიამ. მისივე განმარტებით, ეს მნიშნველოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ვაჭრობის გააქტიურებისთვის.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში საკმაოდ აქტიურია ბიზნესი, მაგალითად: ტურიზმის სექტორის – ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ინტენსიურად იცრებიან. ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებთაც აცრა ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაუტარდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g