LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა თუ არა, ბევრი ტკბილეულის მიღებამ ბავშვებში გამოიწვიოს დიაბეტი“ – ირაკლი ფაღავას განმარტება

300
faghava

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებში ტკბილეულის მიმართ დამოკიდებულებაზე და ჭარბი წონის რისკებზე ისაუბრა:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი, კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს“- ამბობს ირაკლი ფაღავა გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები