25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკულტო სერიალის „მეგობრების“ პირველი სერია გამოვიდა. რეიჩელ გრინის როლის შემსრულებელი ჯენიფერ ენიოსტონი ახლა უკვე სხვა როლით გვიბრუნდება ახალ სერიალში „დილის შოუ.“
50 წლის მსახიობი ავსტრალიური ჟურნალის Marie Claire გარეკანზე მოხვდა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც მისცა.
„მე ძალიან გამიმართლა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი“, – აცხადებს მსახიობი
რაც ჯენიფერ ენისტონის ახალ როლს შეეხება, ის და მისი კოლეგა რიზ უიზერსპუნი სამუშაო პოზიციისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მათ პარტნიორობას მსახიობი სტივ ქარელი გაუწევს.
ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი ნიუ-იორკში „დილის შოუს“ პრემიერაზე (ფოტო/ვიდეო)
დილის შოუ ჟურნალისტების პროფესიული და პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი შოუს Good Morning America-ს წამყვანის სამუშაო ადგილისთვის ერთმანეთს ჯენიფერისა და რიზის გმირები უპირისპირდებიან
რაც შეეხება ჯენიფერ ენისტონის პირად ცხოვრებას, ის ცდილობს მაქსიმალურად საიდუმლოდ დატოვოს ის.
„შესაძლოა მე ვინმეს ვხვდებოდე, ან შეიძლება სულაც არა“, – ღიმილით აცხადებს მსახიობი.
შეგახსენებთ, მსახიობი სულ ცოტა ხნის წინ ელენის შოუში იმყოფებოდა, შოუ ძალიან დასამახსოვრებელი გამოდგა, მსახიობმა და წამყვანმა ერთმანეთს პირდაპირ ეთერში აკოცეს.
„ამაზე მრავალი წელი ვოცნებობდი“- ჯენიფერ ენისტონმა ელენს პირდაპირ ეთერში აკოცა (ფოტო/ვიდეო)
„ამაზე მრავალი წელი ვოცნებობდი“ - განაცხადა ელენ ჯენერესემა კოცნის შემდეგ და აღნიშნა, რომ ჯენიფერს საოცრად რბილი ტუჩები აქვს