კანის კინოფესტივალის ფარგლებში უკვე აჩვენეს ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“, დღეს კი მედიისთვის სპეციალური შეხვედრა გაიმართა. ჟურნალისტებთან შესახვედრად კვლად ერთად მივიდნენ ქუენტინ ტარანტინო, ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და მარგო რობი. ამჯერად მსახიობებმა არჩევანი სპორტულ სამოსზე გააკეთეს.
მარგო რობი კი ტრადიციისამებრ, საყვარელი ბრენდის, „შანელის“ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. ფოტოებიდან ჩანს, რომ ერთ დროს შეყვარებულები, მარგო და ლეო დღეს ახლო მეგობრები არიან.