LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება არის იმისა, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე

43
კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პირველმა „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიაა, „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ჰქონდა მცდელობა, რომ ამ შეთანხმებას არ ჰქონოდა მომავალი“.

მისივე განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულების წინააღმდეგ „ბრძოლაში“ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაითრია.

„ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩაითრია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძალიან ცუდია. ხელშეკრულება გაფორმებული იყო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარებულიყო, რომელიც იქნა დაანონსებული, თუმცა მიუხედავად შეთანხმების გაუქმებისა, ამას ბოლომდე მივიყვანთ და გავაკეთებთ, რადგან სიტყვა გვქონდა ნათქვამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ამ შეთანხმების შინაარსი იყო, რომ დასრულებულიყო პოლარიზება, გადავსულიყავით ნორმალურ, ცივილურ ურთიერთობაში. შეთანხმება არის იმისა, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები