ტაქსის რუსულმა კომპანიამ ”იანდექსი” და ამერიკულმა ”უბერი” ბიზნესის გაერთიანებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც Reuters იუწყება, მხარეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე და მის მეზობელ ქვეყნებში, ერთიანი ძალებით ოპერირების შესახებ, გარიგება უკვე დასრულდა.
Reuters-ის ცნობითვე, ტაქსის კომპანიებმა გასულ წერს დააანონსეს, რომ რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელიც 127 ქალაქში იმოქმედებს. მხარეები ახალი კომპანიის დაარსებისთვის 325 მილიონ დოლარს დახარჯავენ, საიდანაც Yandex-ის წილი 100 მილიონი იქნება, ხოლო Uber-ის 225 მილიონი.
შეგახსენებთ, რუსული Yandex ტაქსი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა, ამერიკული კომპანია Uber კი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ ოპერირებს.