LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმებამ „ოცნებას“ მისცა ბიძგი, პოლიტიკური დევნის კუთხით, უფრო აგრესიული გახდეს: მინაშვილი კობახიძის განცხადებაზე

62
აკაკი მინაშვილი 1

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „შარლ მიშელის მემორანდუმით მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები კი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია“, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ შეთანხმებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ბიძგი, რომ პოლიტიკური დევნის კუთხით, უფრო აგრესიული გახდეს.

მინაშვილის განმარტებით, საჭიროა საზოგადოების გააქტიურება, მობილიზება და ისეთი კლიმატის შექმნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს პოლიტიკური დევნის გაგრძელება.

„ქართულ ოცნებას თავისი პრობლემა აქვს შიგნით, ჩამოშლის პირას არის. ვხედავთ, უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ადამიანები მოდიან „ქართული ოცნებიდან“ და მიდიან გახარიას პარტიაში, ამიტომ, ახლა ცდილობს დასუსტებული „ქართული ოცნება“, რომ თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინოს თავისივე ამომრჩეველში. ამ ძალის დემონსტრირების პროცესში არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, აქვს განზრახვა, რომ პოლიტიკური დევნა უფრო აგრესიული გახადოს.

ამისათვის მთავარი ბერკეტი არის არა პარლამენტში ან დისკუსიებში ყოფნა – ეს ლეგიტიმური აზრია იმ პარტიების, მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ჩემს პოზიციას ვამბობ, არამედ ბერკეტი არის ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან, სხვადასხვა პროტესტის ზომა და მზადყოფნა, რათა შემოდგომაზე შეიქმნას ისეთი კლიმატი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი და მოქალაქეებმა ჩათვალონ, რომ ოპოზიციას შეუძლია გამარჯვება „ქართულ ოცნებაზე“. ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დამარცხდება და მალე მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ვადამდელი არჩევნებისთვის არ არის ერთადერთი გზა 43%-იანი ჩამკეტი, რაც წერია შეთანხმებაში. სხვა შემთხვევაშიც შეიძლება ეს, რაც შეიძლება ბევრი კრიზისი შეიქმნას პოლიტიკური, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ამიტომ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ სცენარის მომზადების პროცესში ერთი, შევასრულოთ სიტყვა და მეორე, ვიყოთ ძალიან ახლოს ჩვენს ამომრჩევლებთან, მხარდამჭერებთან და არა მარტო“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

magti 5g