ახალი ფილმის Maleficent: Mistress of Evil-ის პრემიერების კასკადი გრძელდება, ამჯერად ანჯელინა ჯოლი ლონდონში, სასტუმრო Mandarin Oriental-ში გამართულ ფოტოსესიაზე იმყოფებოდა.
აღნიშნული ფოტოსესიისთვის ანჯელინამ ასაკუთარი როლისთვის შესაფერისი ლუქი აირჩია, მას ალექსანერ მაკქუინის შავი კაბა ეცვა, რომლესაც გოთური სტილის, უხეში აქსესუარები შეუხამა. შეგახსენებთ, გასულ კვირას მსახიობი რადიკალურად განსხვავებული ლუქით პოზირებდა კამერების წინაშე, მას ,,ჟივენშის” იისფერი ტოპი ამშვენებდა.
საქართველოს კინოთეატრებში Maleficent: Mistress of Evil ოქტომბრის ბოლოს ვიხილავთ.