LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლებელია პატარა მცირე კომპანიას შეეძლოს, საწვავი ერთი ლარით უფრო იაფად გაყიდოს და ამის საშუალება არ ჰქონდეს დომინანტ კომპანიას – პაატა ბაირახტარი

90
paata-2

ერთი ლიტრი საწვავი, თითქმის ერთი ლარით უფრო იაფი ღირს არაბრენიდრებულ სადგურებზე, ვიდრე ბრენდირებულებზეა, – ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.

მისი განმარტებით, შეუძლებელია 84 თეთრიანი სხვაობა იყოს ერთი და იგივე ტიპის საწვავზე და ამას ვერანაირი მარკეტინგული ხარჯები ვერ ამართლებს.

„შეუძლებელია პატარა მცირე კომპანიას შეეძლოს, საწვავი ერთი ლარით უფრო იაფად გაყიდოს და ამის საშუალება არ ჰქონდეს მის კონკურენტ, დომინანტ კომპანიას. შეუძლებელია კომპანიამ 25 თეთრიანი ფასდაკლება შესთავაზოს ერთგულ მომხმარებელს, თუ ამის საშუალებას საერთაშორისო ფასები არ იძლევა“, – წერს პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g