მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ სინოდის სხდომის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წმინდა სინოდს თავიდან არ ჰქონია გადაწყვეტილი, ვინმე დაესაჯა. სხდომის დასაწყისშივე პატრიარქმა მეუფე პეტრეს მამობრივი სიყვარულით მიმართა. მეუფე გიორგიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ , რომ პეტრეს მიეცა არაერთი გაფრთხილება, მაგრამ ის გაჯიუტებული იყო.
პატრიარქის თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ
“არაერთი შეგონება, ძმური, ერთობლივი თხოვნაც კი არაერთი მღვდელმთავრისგანაც, მაგრამ ის ფაქტობრივად, თავის თავში იყო გაჯიუტებული. მაშინ იცით რა არის, ისღა დარჩენოდა მის უწმინდესობას და სინოდის მღვდელმთავრებს, რომ გამოეყენებინათ ის საეკლესიო ზომები, რაც ამ დროს ხდება“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.
როგორც გუშინვე გახდა ცნობილი, ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა სინოდის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას უსამართლოს უწოდებს. ის ასევე ფიქრობს, რომ სინოდს მისი თემით სურს მეუფე იაკობის განცხადებები გადაფაროს. როგორც მან აღნიშნა, ის ეპარქიაში რჩება და დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას.
მეუფე გრიგოლი ჯერ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, შემდეგ კი ეპარქიას ესტუმრება.
ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის
“ჩამოვიდეს მეუფე გრიგოლი, სტუმარი ღვითისაა და მით უმეტეს, შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად,” – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფე გიორგიმ კი “პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ “თუ მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ეკლესიის სასჯელი იქნება უფრო მკაცრი – ეს ნიშნავს განკვეთას”.
,,ამგვარი ტიპის თავდასხმებს პატრიარქზე საერო ხელისუფლება არ შეეგუება"
როდესაც გხსნიან, არ უნდა გახდე „დასაბმელი“ - წულუკიანი მამა პეტრეზე
“როგორ შეიძლება, რომ 46 მღვდელმთავარი – ნუთუ ყველა შეცდა მის მიმართ? მას მღვდელმოქმედება შეუჩერდა, ჩამოსცილდა ეპარქიას და სინანულისთვის წარგზავნილ იქნა მონასტერში. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ იყო მიღებული კონკრეტული მღვდელმთავრის, მეუფე პეტრეს მიმართ, თუკი ის არ დაემორჩილება და გააგრძელებს ამ სამწუხარო გზაზე სვლას, რა თქმა უნდა, ეკლესიის სასჯელი იქნება უფრო უმკაცრესი – ეს ნიშნავს განკვეთას – თუ ის ამას არ დაემორჩილება და თავმდაბლობით არ მიიღებს“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.