LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეურაცხყოფა მომაყენოთ და თავი დაგიხაროთ? თუ ჩემ მიმართ შეურაცხყოფა იქნება, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ“ – კალაძე ჟურნალისტებს

199
კახა კალაძე

„არავისთვის მიკადრებია თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება, ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში ვარ. თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 2 მაისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.

ვიდეო: კალაძე ჟურნალისტს – „თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, უზრდელო თავხედო შენ“

კახა კალაძის თქმით, „არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, შეურაცხყოფა მიაყენონ მას ან სხვა პოლიტიკოსს“.

„დღეს პრესის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, უტიფარი უწოდო. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი იყო, განსხვავებული მოსაზრება გქონდეს, ნუ გექნებათ ილუზია, არ გაქვთ უფლება, ადგეთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან კონკრეტულ პოლიტიკოსს.

მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ? როდესაც ადამიანს ეუბნები „უტიფრად იტყუები“. მე არ გაკადრებთ ასეთ რამეს, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გქონეთ. რამდენჯერ ყოფილა „ტვ პირველთან“ შევსრულვართ პოლემიკაში, არასდროს გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა. არავისთვის მიკადრებია თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება, ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში ვარ. თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საერთაშორისო დღეს“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g