ფილმი „შეუსრულებელი მისია 5“ საერთაშორისო კინოგაქირავების ლიდერი გახდა. ეს ყველაფერი კი ჩინეთის ბაზარზე წარმატებული სტარტის შემდეგ, სადაც საპრემიერო უიქენდის ბოლოს მან 86 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ჩინეთში ასევე წარმატებით აიღო სტარტი ანიმაციურმა ფილმმა „მინიონები“, რომელმაც საპრემიერო დღეს 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ჯამურმა მოგებამ კი 1,08 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც ფილმს საშუალება მისცა მეორე ადგილი დაეკავებინა მულტფილმებს შორის. პირველ პოზიციაზე „გაყინული“ იმყოფება 1, 28 მილიარდი დოლარით.