გასულ ღამეს, თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს გამოეხმაურა.
დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ
,,ბევრი მირტყამდა… ბეისბოლის ,,ბიტებივით” ჰქონდათ” – ზურა ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ სცემეს
„ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები, ნაყიდი, რაღაცნაირად დასუსტებულები და გაბოროტებულები, ძალიან მშიშრები. თქვენ რა ძალა გაქვთ? ხუთი კაცი დაესიეთ ერთ კაცს, არ გრცხვენიათ? შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა. ეს რა გააკეთეთ, ასე როგორ გიყიდეს? ან ეს ყველაფერი ხომ ერთდღიანია. დარწმუნებული ვარ, ის მშობლები არიან თქვენი მშობლები, ხახვზე და კარტოფილზე გაყიდულები, იმ ხახვებს ყურებზე თვითონ დაგაჭრიან. თქვენი მონაგარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოირეცხავს იმ ძალიან დიდ ცოდვას, რასაც თქვენ ახლა თქვენი თანამემამულეების წინაშე სჩადიხართ“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
❗ ვირთხებს გავდით შეშინებულები 👉 თამრიკო ჭოხონელიძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024
როგორია დიმიტრი ჩიქოვანის მდგომარეობა – „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს