LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევერცხლილი ვარსკვლავი – 51 წლის ითან ჰოუკი „შარფ მეგზინის“ გარეკანზე

148
ითან-ჰოუკი

მსახიობი ითან ჰოუკი ამჯერად ცნობილი გამოცემის „შარფ მეგზინის“ მთავარი გმირია, მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალის ახალ ფოტოსესიაში, სადაც შეცვლილი იმიჯით წარდგა მკითხველის წინაშე.

ფოტოსესიისთვის ითანმა სხვადასხვა სტილის სამოსი მოირგო და ყველგან შეუდარებელია, თუმცა მისი შევერცხლილი თმა მას ასაკს განსაკუთრებულად მატებს.

ითან ჰოუკის ყველზე პოპულარული ფილმებია „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ და „საცდელი დღე“, რომელმაც მას „ოსკარის“ ნომინაცია მოუტანა. განსაკუთრებული პოპულარობა ითანს მოუტანა ფილმმა  “მზის ამოსვლამდე”, სადაც მთავარ როლს ჯუდი დელფიც ასრულებდა. ითანი 1998-2005 წლებში დაქორწინებული იყო უმა თურმანზე და მსახიობებს საერთო ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ, მათ შორის დღეს ძალიან პოპულარული მსახიობი მაია რეი თურმან ჰოუკი.

ითან ჰოუკი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ცოლთან ერთად პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები