ითან ჰოუკი და რაიან შავჰიუზი ერთლიანი პაუზის შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდნენ. 50 წლის მსახიობი და მისი მეუღლე უკვე 12 წელია ერთად არიან, თუმცა მედიაში პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაცია მათი განქორწინების თაობაზე. წყვილი პაპარაცებმა ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს, ითან ჰოუკი ჯინსებში იყო გამოწყობილი, შევერცხლილი თმა კი უკან ჰქონდა გადაწეული.
შეგახსენებთ, რომ ჰოუკმა და შავჰიუზმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც რაიანი ითან ჰოუკთან და უმა თურმანთან ძიძად მუშაობდა. თურმანთან განქორწინების შემდეგ ჰოუკმა ყოფილ ძიძასთან ოფიციალური ურთიერთობა დაიწყო და მალევე იქორწინა. წყვილს საერთო ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.