LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე.. ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები: ბადრი ჯაფარიძე

165
untitled-design (2)

“დღეს შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ლელოს“ სასამართლო რეფორმის საკითხზე გააჩნია არა მხოლოდ ხედვა, არამედ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებიც აქვს ინიცირებული.

“ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სასამართლო რეფორმა, რომელსაც ჩვენი მეგობრები ითხოვენ, არის გასაღები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით. შარშან, ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა აღებული. თითოეული ჩვენთაგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელიან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას: ლევან იოსელიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g