LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევუხამეთ ქუდი და ერთიანობაში შედგა, ჩვენმა იქ გამოჩენამ დიდი ყურადღება მიიქცია” – ლელა მებურიშვილი სამეფო დოღზე შერჩეულ სამოსსა და ლონდონში გაფორმებულ კონტრაქტზე

12721
meburiSvilii

მსახიობი ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად, 5 თვეა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და ბოლო დროს ხშირად ჩნდება სამეფო კარის წვეულებებზე. ბოლოს ის, მეუღლესა და შვილებთან ერთად, სამეფო დოღზე გამოჩნდა. მისმა ზედმიწევნით დაცულმა დრეს-კოდმა კი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და დამსწრეების მოწონებაც დაიმსახურა.

ფოტო/ვიდეო – განსაკუთრებული დრესკოდი და ძვირფასი სამოსი: ლელა მებურიშვილი ბრიტანეთში სამეფო დოღს დაესწრო – მსახიობი საოცარ კადრებს გვიზიარებს

“საქართველოს საელჩომ მიიღო მოწვევა და ამაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა, ძალიან გაგვიხარდა და ბოლო წუთს გადავწყვიტეთ ბავშვებიც წაგვეყვანა. ჩვენმა იქ გამოჩენამ დიდი ყურადღება მიიქცია. გრძელი შესასვლელია ბაღის დერეფანივით, სადაც ბევრი კამერები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტებიც დგანან, მგონია, რომ ბავშვებთან ერთად რომ ვიყავით და მათაც გამორჩეულად შესაფერისად ეცვათ, დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს.

ბევრი არ მიფიქრია, ეს კაბა რომელიც მეცვა, რამდენიმე თვის წინ მქონდა შეძენილი, უბრალოდ ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი, სადა კაბაა, რომელიც მოუხდება ამ წვეულებას. შევუხამეთ ქუდი, რომელიც სადაა, მაგრამ ერთიანობაში შედგა. ჩემი აზრით, მაინც ერთიანობა იყო ამ ყველაფრის და არა სამოსი. რატომღაც ვაბრალებ უფრო ბავშვებს, იშვიათია ხოლმე ასეთ წვეულებაზე ბავშვები და ასეთი სამოსით. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანის კარგი ემოციები და მოწონება დაიმსახურა ამ სამოსმა. ოჯახი, ასეთ გარემოში კარგია თუ მოეწონათ” – ამბობს მებურიშვილი.

მსახიობი ლონდონშიც აქტიურ ცხოვრებას გეგმავს. მან ერთ-ერთ სააგენტოსთან უკვე გააფორმა კონტრაქტი და შეთავაზების მოლოდინშია.

“პირველივე დღეს, როცა გავაგზავნე, საღამოსვე მივიღე თითქმის ყველა პასუხი და შეხვედრის შეთავაზება, რაც სტიმული იყო. აღფრთოვანებული ვიყავი, რომ იმ დღესვე მიგზავნიდნენ კონტრაქტს და მთავაზობდნენ, მათ სააგენტოსთან გამეფორმებინა ხელშეკრულება. ამან დიდი სტიმული მომცა, თავდაჯერებულობა მომმატა. როცა საქართველოში უკვე რაღაცას აკეთებ, წარმოადგენ და აქ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო, ძალიან რთულია. რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება, რომელი მათგან ამერჩია, ნამდვილად წარმატებული სააგენტოებია, თვე ნახევარია, რაც ერთ-ერთ მათგანთან გავაფორმე ხელშეკრულება”, -ამბობს მებურიშვილი პირველ არხთან ინტერვიუში.

იმ დღესვე მიგზავნიდნენ კონტრაქტს და მთავაზობდნენ გამეფორმებინა ხელშეკრულება – ლელა მებურიშვილი სამეფო დოღზე შერჩეულ სამოსსა და ლონდონში დაწყებულ კარიერაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g