ჰიუ ჯეკმანისა და დებორა-ლი ფერნესის წყვილი ერთ-ერთი ყველაზე მყარია ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეებსა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ჰიუ ჯეკმანი 50 წლისაა, ხოლო დებორა, 62-ის, მათ შორის სრული იდილიაა. მეუღლეები ამჯერად ბროდვეიზე, სპექტაკლის პერემიერას დაესწრნენ. ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ და ხელჩაკიდებულები, შეყვარებულები და ბედნიერები პოზირებდნენ ფოტოგრაფებისთვის.
დებორა შავი ფერის ქურქში, შარვალსა და შავ-თეთრ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. კლასიკურ სტილზე გააკეთა არჩევანი „დიდი შოუმენის “ ვარსკვლავმა, ჰიუ ჯეკმანმა. პრემიერას კინოსა და თეატრის სხვა მსახიობებიც ესწრებოდნენ.