LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებული წყვილის შეხვედრა 75-წლიანი განშორების შემდეგ (ვიდეო)

463

შეყვარებული წყვილი 75-წლიანი განშორების შემდეგ ერთმანეთს შეახვედრეს.

1944 წელს, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ საფრანგეთში იყო ჩასული, 18 წლის ფრანგი გოგონა შეუყვარდა, თუმცა 2 თვის შემდეგ იძულებული გახდა, სამსახურის ადგილი შეეცვალა. ამის შემდეგ კიტეი რობინსსა და ჟან პირსონ ნი განაის ერთმანეთი აღარ უნახავთ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამერიკელმა ჯარისკაცმა ოჯახი შექმნა, ფრანგი გოგოც გათხოვდა და 5 შვილი შეეძინა. თუმცა, როგორც წყვილმა განაცხადა, ერთმანეთზე სულ ფიქრობდნენ.

75-წლიანი განშორების შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ჟურნალისტების დახმარებით წყვილის ემოციური შეხვედრა გაიმართა. მამაკაცს უბის ჯიბეში საყვარელი ქალის ფოტო ისევ ჰქონდა შენახული. ამჟამად ორივე წყვილს მეორე ნახევრები გარდაცვლილები ჰყავთ.

იხილეთ  BBC-ის ვიდეოსიუჟეტი.

magti 5g