LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, 49 წლის შარლიზ ტერონი გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდა

379
page

49 წლის შარლიზ ტერონი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, გაცნობის აპლიკაციაში დარეგისტრირდა. ახალი პარტნიორის საძიებო „აპში“ Raya შარლიზმა ნამდვილი სახელი არ გაასაჯაროვა, თუმცა, მას თავისი ოფიციალური „ინსტაგრამ“ ექაუნთი მიაბა.

აღსანიშნავია, რომ მაისიდან მოყოლებული ტერონი მოდელ, ალექს დიმიტრიევიჩს ხვდებოდა. წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს, თუმცა, მედიის ცნობით, მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა.

რაც შეეხება გაცნობის აპლიკაციას, შარლიზი არ გახლავთ პირველი ვარსკვლავი, რომელიც მსგავსი ტიპის აპლიკაციას იყენებს. „აპის“ მეშვეობით სიყვარულის მოძებნა მანამდე ჩენინგ ტატუმმა, შერონ სტოუნმა, კარა დელევინმა, ჰარი სტაილსმა და სხვა სელებრითებმაც სცადეს.

49 წლის შარლიზ ტერონის მარადიული სილამაზე და საუცხოო კაბა „სკიაპარელისგან“

შარლიზ ტერონის თამამი „ლუქი“ „დიორის“ ჩვენებაზე და 11 წლის ვაჟი, რომელიც საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები