“შეზღუდვები შეიძლება წინსწრებითაც მოიხსნას”,-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვების მოხსნა რისკისა და სარგებლის შედარების პრინციპით მოხდება.
„მე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ დღეს რომელიმე შეზღუდვა მოიხსნას ვერ გავცემ. მე შემიძლია გავცე მხოლოდ ის, რომ მხარს ვუჭერ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ და ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე დღე კიდევ მოვითმინოთ და როცა ყველა პირობა იქნება, რომ უმტკივნეულოდ და რისკის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, მოვხსნათ.
მთელი მთავრობა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე მუშაობს, ვინმეს ნუ იფიქრებს, რომ მხოლოდ მოსახლეობა წუხს ამაზე და ბიზნესი. ამით შეწუხებულია ყველა, ვინც პასუხისმგებელია შეზღუდვების შემოღებაზე და მოხსნაზე. როგორც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მოიხსნას ესა, თუ ის შეზღუდვა დამიჯერეთ მოიხსნება, არ დაგვიანდება, პირიქით, შეიძლება წინსწრებითაც მოხდეს,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.