LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლის სკოლებში სახიფათო ქიმიური ნარჩენები აღმოაჩინეს

139

შიდა ქართლის მასშტაბით არსებულ სკოლებში ქიმიური ლაბორატორიების შემოწმების შედეგად, სახიფათო ქიმიური ნარჩენები აღმოაჩინეს. ორგანიზაცია “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის” ინფორმაციით, სკოლებში ამ დრომდე ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც, გარემოს დამცველების თქმით, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციას სააგენტო qartli.geავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას, სადაც განმარტავენ, რომ სკოლებში უსაფრთხოების ნორმების შემუშავებას აპირებენ, თუმცა როდის და რა მეთოდებით მოწესრიგდება სკოლების ქიმიური ლაბორატორიები, ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g