შიდა ქართლში არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
ამასთან, ადგილობრივი მედია, მომხდართან დაკავშირებით ერთ-ერთი მოზარდის მშობლის კომენტარს ავრცელებს:
„ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.