„შიმშილის თამაშები“ 10 წლის შემდეგ ბრუნდება. ახალი ფილმის პრემიერა2023 წლის 17 ნოემბერს შედგება. კომპანიამ Lionsgate უკვე გამოაქვეყნა ფოტო-თიზერი. ჯერჯერობით არც სიუჟეტის დეტალებია ცნობილი და არც სამსახიობო „ქასთი“.
„სამყარო აღმოაჩენს… ვინ არის მგალობელი ჩიტი… და ვინ გველი“, – ეს იქნება ახალი ფილმის დევიზი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფილმიც ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის, რომანს ეფუძნება. მოქმედება 74-ე შიმშილის თამაშებამდე ათწლეულებით ადრე ხდება. სიუჟეტი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს გარშემო ვითარდება. რეჟისორი კვლავაც ფრენსის ლოურენსი იქნება.
„შიმშილის თამაშების“ სიქუელი – „მომღერალი ჩიტებისა და გველების ბალადა“ უკვე მზადების პროცესშია
შეგახსენებთ, „შიმშილის თამაშების“ ტრილოგიის წიგნი 2008 წელს გამოვიდა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად.