„შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაუგია, თვითონაც შეუწყვეტია საკვების მიღება. ვერ ვესაუბრები, მრცხვენია, რომ წინასწარ არ გავაფრთხილე და ახლა ასე ვანერვიულებ. დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა! არ შეიძლება შენს ნერვიულობას კიდევ ეს დაემატოს! ძალიან გთხოვ!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა ჩხვიმიანი წერს.
ცნობისათვის, ლაშა ჩხვიმიანი 30 იანვრიდან შიმშილობს. რეჟისორმა, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „რა დარღვევებიც დმანისში ნახა, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!“.