კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა – ამჯერად ჩხოროწყუში, სადაც კამპანიის მონაწილეები მოსახლეობას ხვდებოდნენ და საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ, რა დროსაც შეხვედრის ორგანიზატორებსა და ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა კამპანიის წევრები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ხალხს ატყუებენ.
კამპანიის ფარგლებში სახალხო მოძრაობის წევრები სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობა ხვდებიან. ინციდენტებს გუშინ გამართულ შეხვედრებზეც ჰქონდა ადგილი.
ამავე თემაზე:
ვიდეო: ფოთში, „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა
ადგილზე მოიყვანეს „ოცნების“ „ზონდერები“ – თსუ-სთან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„შეკვეთით ჩასვლა“ არაა საჭირო.. სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა“ – „შინ ევროპისკენ“ რეგიონში კამპანიებს დაპირისპირების ფონზე აგრძელებს
„ისროლეს რაღაც ნივთი, ჩემს თანაშემწეს მოხვდა… ამ ბინძურ პროვოკაციას არ წამოვეგებით, გაერთიანების იდეით ვართ ჩამოსულები“ – გორის ბაზარში „ლელოს“ ლიდერებს ადგილზე შეკრებილები დაუპირისპირდნენ
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“