LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფოთში, „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა

376
გიგი უგულავა ფოთში

ფოთში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა.

მოძრაობის წევრები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებენ. მათ და მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

გიგი უგულავას განცხადებით, „ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილი“.

ომბუდსმენი: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ხელი შეუწყონ მოძრაობა შინ ევროპისკენ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას

„სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა უგულავამ.

კამპანიის ფარგლებში სახალხო მოძრაობის წევრები სხვადასხვა მდებარეობაზე მოსახლეობას ხვდებიან.

 

 

Posted by Gigi Ugulava on Friday, July 1, 2022

ამავე თემაზე:

ადგილზე მოიყვანეს „ოცნების“ „ზონდერები“ – თსუ-სთან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„შეკვეთით ჩასვლა“ არაა საჭირო.. სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა“ – „შინ ევროპისკენ“ რეგიონში კამპანიებს დაპირისპირების ფონზე აგრძელებს

„ისროლეს რაღაც ნივთი, ჩემს თანაშემწეს მოხვდა… ამ ბინძურ პროვოკაციას არ წამოვეგებით, გაერთიანების იდეით ვართ ჩამოსულები“ – გორის ბაზარში „ლელოს“ ლიდერებს ადგილზე შეკრებილები დაუპირისპირდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები