LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შინ ვარ, ჩემს შვილთან, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც ,,შინ“ დასაბრუნებელ გზების გავლას წლები ანდომებენ“ – 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ნანა მახარაძე საქართველოში დაბრუნდა

499
BeFunky-collage

9 აპრილის ყველაზე ცნობილი კადრის გმირი, ნანა მახარაძე, 11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკგვერდზე თავად გაუზიარა საზოგადოებას.

„დილა მშვიდობისა საქართველო

11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე დავბრუნდი…

უბრალოდ ,,ჩავაბარგე,, მთელი იტალია …

ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი…

და სახლში დავბრუნდი…

ვერ გიპასუხებთ რას ვგრძნობ…

უბრალოდ შ ი ნ ვარ…

ჩემს შვილთან

ჩემს ქვეყანაში

 

დილა მშვიდობისა საქართველო♥️
11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე დავბრუნდი…
უბრალოდ ,,ჩავაბარგე,, მთელი იტალია …
ყოველი…

Posted by მარი ნანა მახარაძე on ორშაბათი, 07 ნოემბერი, 2022

 

ჩემს ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც ,,შინ,, დასაბრუნებელ გზების გავლას წლები ანდომებენ

მადლობა იტალია

შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული

გამარჯობა ჩემო თბილისს ქალაქო

P.S. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია ვიპოვი ჩემ ადგილს.

თუმცა მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ“, – წერს ნანა მახარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები