ჩიკაგოს პოლიციამ ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი იპოვა, ინფორმაციას ტელეკომპანია WGN-TV ავრცელებს.
მომღერალს ჩიკაგოს გარეუბანში, სასტუმროში მიაგნეს, ამის შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. ო’კონორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, თუმცა პოლიციელების ინფორმაციით, მომღერლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი კვირას გაუჩინარდა, ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა და ოჯახის წევრებმა პოვნა ვერ შეძლეს. მომღერალს ბიპოლარული აშლილობა აქვს და არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, ამიტომ სამართალდამცველები შიშობდნენ, რომ შესაძლოა, მას ამჯერადაც ეცადა სუიციდი.