LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიომღვიმის მიმდებარედ ჩამოშლილ მასას რაიმე დაზიანება და გზის ჩახერგვა არ გამოუწვევია, ველოდებით გეოლოგებს – მცხეთა მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

202
ფორტუნა - 2023-08-27T184707.007

ამ დროისთვის შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოსვლა დროებით შეზღუდულია მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მონასტერთან კლდის მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე ჩამოიშალა კლდის მასა, რომელსაც გზა და მიმდებარე ტერიტორიის მისასვლელი არ გადაუკეტია.

დაშავებული არავინაა, არც დაზარალებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი სამსახურები და ადგილობრივი სამაშველო სამსახურები. ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო თვითმმართველობის წარმომადგენლები კოორდინირებული მუშაობით ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს. უახლოეს პერიოდში ველოდებით გეოლოგებს, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და დავგეგმავთ შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებს“,- განაცხადა ქავთარაძემ.

ვიდეო: შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა

„მონასტრის წინამძღვარმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული“ – ანდრეა ჯაღმაიძე შიო მღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g