LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი ბილ კლინტონი, ვარსკვლავები და ბნელი კავშირები – ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო არქივი გაიხსნა – ვრცელდება სკანდალური ფოტოები, რომელმაც მსოფლიო შეძრა

3543
page

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ახალი დოკუმენტები მილიარდერ, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედებოდა არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. გამოქვეყნებულ მასალებში შესულია ფოტოები და დოკუმენტები, რომლებშიც ფიგურირებენ ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, მაიკლ ჯექსონი, მიკ ჯაგერი, დევიდ კოპერფილდი, კევინ სპეისი, თავად ეპშტეინი და მისი თანამზრახველი, გისლეინ მაქსველი.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეპშტეინს ნიუ-იორკის საკუთარ პენტჰაუსში ეკიდა ბილ კლინტონის პორტრეტი, სადაც ის გამოსახული იყო ლურჯ კაბაში. იმავე მასალებში აღმოჩნდა ფოტო, რომელზეც კლინტონი ჯაკუზიში შიშველი, ერთ-ერთ დაზარალებულთან ერთად იმყოფება.

ფაილებში ასევე ფიგურირებს გოგონების სია მოსკოვიდან, ვიდეომასალა უკანონო შინაარსით, წიგნების შეკვეთები სექსუალური მონობის თემაზე და სხვა მტკიცებულებები.

ცნობისთვის, საქმის მასალები ადრეც გამოაქვეყნდა, მათ შორის იყო ფოტოები, სადაც ეპშტეინი ჩანს დონალდ ტრამპთან და ვუდი ალენთან, ასევე ბილ გეითსთან და ბრიტანეთის პრინც ენდრიუსთან ერთად.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ყველა მასალის სრული გამოქვეყნება შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. დაგეგმილია ასობით ათასი დამატებითი დოკუმენტის გასაჯაროება, მათ შორის FBI-ის საქმეები, ჩხრეკისას ამოღებული მასალები და ეპშტეინის მიმოწერა 2011–2019 წლების პერიოდში. ყველა ინფორმაცია, რომელიც დაზარალებულთა ან მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირებას შესაძლებელს გახდის, რედაქტირებულია.

დონალდ ტრამპი უარყოფს ეპშტეინთან კავშირს და აცხადებს, რომ მათ ურთიერთობა 1990-იან წლებში გაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ საქმის მასალების გასაიდუმლოების მოხსნა დაავალა, დოკუმენტები სრულად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, ჯეფრი ეპშტეინი 66 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა სასამართლოს მოლოდინში. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებულია ეჭვები, რომ მისი სიკვდილი შესაძლოა ძალადობრივ ხასიათს ატარებდა. გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია 1 200-ზე მეტი დაზარალებული და მათი ოჯახის წევრები. საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაზარალებული, ვირჯინია ჯუფრე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები