აშშ-ში, კოლორადოს შტატში, შხამიანი გველების ყველაზე დიდ თავშეყრის ადგილას დაამონტაჟეს ვებ-კამერა, რათა სახეობის დადებითი მხარეები გამოავლინონ და გველებზე საზოგადოების წარმოდგენები შეცვალონ. ამის შესახებ Associated Press წერს.
ბიოლოგიის პროფესორი ემილი ტეილორი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, აღნიშნავს რომ კოლორადოს მთიან მასივში შხამიანი გველების კონცენტრაცია მეცნიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ადგილია. ამ ადგილას 2000-მდე გველი ბინადრობს. ისინი იქ მტაცებლებისგან იმალებიან და თბებიან.
ბიოლოგები „თავშეყრის“ ზუსტ მდებარეობას არ ამხელენ, რათა გველები არავინ შეაწუხოს.

ტეილორის თქმით, აგვისტოში ქვეწარმავლები გამრავლებას დაიწყებენ და მაყურებელი იხილავს, რომ ეს რეპტილიები მშვენიერი დედები არიან. ისინი შვილებზე ზრუნავენ და მტაცებლებისგანაც იცავენ. ბიოლოგები აზუსტებენ, რომ ტრანსლაციის მიზანი რეპტილიების რეპუტაციის გაუმჯობესებაა.