LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შლის თუ არა მარკირებას ანტისეპტიკური ხსნარი და იწვევს თუ არა ალერგიას ორი ხსნარის ერთდროულად გამოყენება

192
მარკირება 22

წაშლის თუ არა არჩევნების დღეს გაკეთებულ მარკირებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისეპტიკური ხსნარი? ამ კითხვაზე პასუხი “დღის კურიერში” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გასცა.

“ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხზე და საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა ეს საკითხი. იმაზეც ვიფიქრეთ, რომ ამ ორი ხსნარის ერთდროულად მომხმარებამ ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. წინასწარი ექსპერიმენტით, რომელიც სამუშაო ჯგუფში ჩატარდა, მარკირების სითხის წაშლა არ მოხერხდა. ვერცერთი სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც ქართულ ბაზარზე მოიპოვება, ამას ვერ ახერხებს, თუმცა ყველა ხსნარი, რომლის გამოყენებაც მოხდება საარჩევნო უბნებზე, შემოწმდება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g