უკრაინელები, რომლებიც უკრაინელ დევნილებს შეიფარებენ, კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინელები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ თანამოქალაქეებს შეიფარებენ კომუნალური გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდებიან.
“ახლა ჩვენ ვაფართოებთ პროგრამას, რათა ოჯახებმა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს იღებენ სახლში, ასევე მიიღონ კომპენსაცია კომუნალური გადასახადებისთვის.
თითოეული ადამიანი, რომელიც გამოეხმაურა უბედურებას და უფასო თავშესაფარი მისცა თანამოქალაქეებს, ყოველთვიურად 450 გრივნას მიიღებს“, – განაცხადა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში