LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შობის აღნიშვნა ბრუნეიში 5 წლიანი პატიმრობით ისჯება

191

თუ ვინმე ბრუნეიში შობას აღნიშნავს, 5 წელს ციხეში გაატარებს, ამის შესახებ „ტელეგრაფი“ იუწყება.

იმ მოტივით, რომ შესაძლოა, მუსულმანი მოქალაქეები შეცდომაში შესულიყვნენ და გზას აცდენილიყვნენ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში შობის აღნიშვნა გასულ წელს აიკრძალა. ინიციატივას მხარს უჭერენ ადგილობრივი რელიგიური ლიდერებიც, ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შობის აღნიშვნა ისლამის უარყოფაა.

 

რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ შეამოწმა ადგილობრივი ბიზნესმენებიც და გააფრთხილა, არ გაყიდონ საშობაო დეკორაციები, მათ შორის სანტას ქუდები და შობის მისალოცი ბარათები.

 

შობის აღნიშვნა ბრუნეიში მკაცრად ისჯება – დამნაშავე ვალდებული იქნება გადაიხადოს ჯარიმა 20 ათასი აშშ დოლარი ან მეტი, ან –  გაატაროს ხუთი წელი ციხეში. შესაძლოა, მას ორივე სასჯელიც შეეფარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები