LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოიგუ ინდოეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებს „ბინძურ ბომბზე“ ესაუბრა

39
შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ინდოელ და ჩინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შოიგუმ საუბრისას რუსეთის შეშფოთება გამოხატა უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს: ჯო ბაიდენი

ინდური მხარის ცნობით, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგმა შოიგუს განუცხადა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა გამოიყენოს არცერთმა მხარემ ომში.

“ბირთვული ან რადიოლოგიური იარაღის გამოყენების პერსპექტივა კაცობრიობის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება,” – განუცხადა სინგმა შოიგუს.

ინდოეთის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კონფლიქტის დიალოგისა და დიპლომატიური გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”.

რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის. შოიგუს განცხადებით გამოეხმაურა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთიც – მათ გავრცელებულ ცნობას ცხადი სიცრუე უწოდეს. იგივე გაიმეორა ამერიკამაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g