უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებების ჩატარების ახალ მეთოდებს დანერგავს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებების ჩატარების ახალ მეთოდებს დანერგავს, რათა უკეთ მოერგოს სამხედრო დაპირისპირების თანამედროვე პირობებს.“– განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
შოიგუს მტკიცებით, “აშშ და დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია გააჭიანურონ”.
მისივე თქმით, უკრაინისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდება “ნათლად აჩვენებს დასავლეთის განზრახვას, მოახდინოს კიევის რეჟიმის პროვოცირება იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი შოიგუს გულის შეტევა აქვს.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.