რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას, უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ იცხოვრონ.
„რაც შეეხება სამოქალაქო დასახლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს, მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი მოქმედებს სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ და არა მოქალაქეების“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ლავროვმა ალეგორიულად აღიარა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.
„ამ ეტაპზე განვიხილავთ ჩვეულებრივი იარაღის ვარიანტს.“ – დასძინა რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.