LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოიგუმ პუტინს შეატყობინა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სრულად გათავისუფლებულია – რუსული მედია

186
შოიგუ და პუტინი

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სრულად გათავისუფლებულია, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეატყობინა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დღეს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ვლადიმირ პუტინს მოახსენა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეიარაღებულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ ლისიჩანსკში განთავსებული უკრაინელი სამხედროები.

რუსულმა მედიამ აჩვენა კადრები, სადაც ასახულია სეპარატისტების მიერ ლისიჩანსკის ქუჩებში მსვლელობა, რა დროსაც ისინი დროშებს აფრიალებენ.

უკრაინის ეროვნული გვარდიის პრეს-სპიკერმა რუსლან მუზიჩუკმა კი ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა, რომ ქალაქი ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g